Friday 14 May 2010

Thursday 13 May 2010

სასწავლო პროექტი: ყვავილები

  1. პროექტის სახელწოდება ყვავილები
  2. პროექტის მოკლე აღწერა ინფორმაციის მოპოვება ყვავილების შესახებ, სურათების გადაღება, სხვადასხვა სახეობის ყვავილების დახატვა და ინტერნეტში განთავსება. ინფორმაცია ისეთი ყვავილების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში.
  3. პროექტის სრული აღწერა მოსწავლეები დაადგენენ რომელი ყვავილები ხარობს საქართველოში. რამდენად სასარგებლო და სასიამოვნო არიან ისინი ადამიანისათვის. როგორია მათი საარსებო გარემო, რამდენ ხანს ცოცხლობენ, რით საზრდოობენ. გამოყოფენ სასარგებლო მცენარე-ყვავილებს, რომლიდანაც ფუტკარი იღებს ნექტარს თაფლის დასამზადებლად. დაადგენენ მათ სახელწოდებებს, დაასახელებენ თუ რომელია ყველაზე ლამაზი, მნიშვნელოვანი. რომელია ვარგისი მედიცინაში გამოსაყენებლად და რომელ დაავადებების სამკურნალოდ. მოიძიებენ ინფორმაციას წითელ წიგნში შეტანილი ყვავილების შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიას ბოტანიკურ ბაღში, სკვერებში, ბაღჩებში, გაისეირნებენ მთებში. მოიძIებენ ინტერნეტით გამოცანებს, ლექსებს, ზღაპრებს, მოთხრობებს, სიმღერებს ყვავილებზე. გადაიღებენ მათ ფოტო-სურათებს და შეადგენენ კროსვორდებს.
  4. მონაწილეთა ასაკი 8-12 წელი
  5. ვადის ხანგრძლივობა 3 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები ინფორმაციის მიღება, ფოტოების გადაღება, ვიდეო კოლაჟის შექმნა და პრეზენტაცია. ტექსტის შექმნა, კითხვა, წერა და წარდგენა, ნახატების შესრულება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ჰერბარიუმის დამზადება, ნამუშევრების გამოფენა. ერთმანეთის ნამუშევრის შეფასება, ერთმანეთთან თანამშრომლობა.
  7. მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ბუნებაში, ქართულში. მოიძიებენ ლიტერატურას, გამართავენ დისკუსიას, დაეუფლებიან ფოტოების განთავსებას ინტერნეტში შექმნილ ვებ-ბლოგებზე.
  8. სარგებელი სხვებისათვის ხელმისაწვდომია მათთვის ვინც არ არის პროექტში ჩართული. მიიღებენ ინფორმაციას სასარგებლო ყვავილების შესახებ და მის მნიშვნელობას ადამიანისათვის. ნახავენ ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებს.
  9. სამუშაო ენა ქართული ენა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბუნებასთან, ხელოვნებასთა და ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან.
  11. პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ტომარაძე, 94-ე საჯარო სკოლა
  12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: q.tomaradze@gmail.com

Sunday 2 May 2010

ქეთევან ტომარაძე

საგანმანათლებლო პროექტი